ბექა ძამაშვილი: თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების

ბექა ძამაშვილი

 თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, ამ მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისს 500-მდე დელეგატი ეწვევა.

„ამ სამი დღის განმავლობაში თბილისი მსოფლიოს ცენტრი იქნება საჯარო სერვისების მიმართულებით, 500-მდე დელეგატს ველოდებით. ამ ფორუმის მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდეს სერვისების მიწოდება“, - აღნიშნა ძამაშვილმა.