1749720753
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და World Vision საქართველოს წარმომადგენლობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და World Vision საქართველოს წარმომადგენლობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს „ბავშვთა კეთილდღეობის და ბავშვის უფლებათა კოდექსის დანერგვის მონიტორინგის ინსტრუმენტი“, კერძოდ, საბჭოს მიერ მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შემდეგი ექვსი მიმართულებით: დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შეფასება; ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობის შემოწმება; პრევენციული და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების ეფექტიანობის შემოწმება; ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის შემოწმება; ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელზე დაკვირვება და რეფერირების მექანიზმის ეფექტიანობის შემოწმება; შშმ ბავშვთა შეფასების და სტატუსის დადგენის სისტემის რეფორმის მიმდინარეობის შემოწმება.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს შშმ პირებთან მუშაობის საკითხებზე, კერძოდ, სერვისების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.
მხარეებმა განიხილეს ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციის ძირითადი მიმართულებები და ინდიკატორები, აგრეთვე, მონიტორინგის პროცესთან და ამ პროცესში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა, ასევე, ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციის მონიტორინგის „დაშბორდის“ შევსების ტექნიკური პროცედურები.