იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეთავაზება საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით არის გულწრფელი ადამიანების მიმართ, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ახლაც ბატონი კობახიძის შეთავაზება არის გულწრფელი ადამიანების მიმართ, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები, რომ დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს დახურული ფორმატი, თუ ღია ფორმატი და გავმართოთ დისკუსია და დამისვით ნებისმიერი სახის შეკითხვები და ბატონი პრემიერი, რა თქმა უნდა, მზად არის, რომ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი გასცეს. თუ არ ვცდები, გუშინ ამას გამოეხმაურა ქალბატონი ხიდაშელი და ბატონი ჯანელიძე, რომლის გულწრფელობაშიც, რა თქმა უნდა, ობიექტურად ძალიან ეჭვი მეპარება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს.