5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1744053374
აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოსვე პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მივიღე," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.
„ბატონი სულხან თამაზაშვილი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის ის უწყების სხვადასხვა დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, სადაც ღირსეულად და წარმატებით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობებს. სწორედ ამიტომ ბატონ სულხანს მიღებული აქვს არაერთი დამსახურებული ჯილდო. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ახლო წარსულში, ის შს სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღირსების ორდენით დავაჯილდოვე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი სულხან თამაზაშვილი აჭარის რეგიონშია დაბადებული და გაზრდილი. შესაბამისად, ის კარგად იცნობს აჭარის მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ის წლების განმავლობაში ძალოვან სისტემაში მუშაობის დროს იყო.
ბატონ სულხანს ვუსურვებ წარმატებებს. მას და მის გუნდს ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სრული თანადგომა და მხარდაჭერა ექნება.
აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის და ასევე ვუსურვებ წარმატებას მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა წარდგენისას.