ცნობილია ჩუმლაყში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა - სასტიკი მკვლელობის დეტალები
1745220888
მრავალი მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად ვერ იქცა, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ რუსეთის სავაჭრო პარტნიორად რჩებიან და მათთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პირველი პარტნიორი სწორედ რუსეთია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება, მაგრამ მათი ამოცანა არ იცვლება, რომ როგორმე სამხრეთ კავკასიის, საქართველოს მიმართულებით აგრესიის მთავარი მიმართულება იყოს, რაც, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, რუსეთიდან განხორციელდეს არა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, არამედ საქართველოს მიმართულებით.
„ეს სცენარი სავალალო მდგომარეობაშია. პრაქტიკულად, ამ სცენარის ფურცლები დაფლეთილია, მაგრამ ისინი კვლავ თავისი გეგმით მოქმედებენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები არიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.