1734692829
ბაკურიანში, ადგილობრივმა 6 კუბური მეტრი წიწვოვანი სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბაკურიანში ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივმა მკვიდრმა 6 კუბური მეტრი წიწვოვანი სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
ამოღებული მასალა გადატანილია წაღვერის "საქმიან ეზოში", სამართალდამრღვევის მიმართ კი ადმინისტრაციული ოქმი შედგა.