ავთანდილ კუნჭულია სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე: ეს ადამიანები მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში და მათი პერსონალური ინფორმაციების გამოქვეყნებით პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებენ

ავთანდილ კუნჭულია

მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თუ შეძლებდა დააბულინგოს და გამოაქვეყნოს იმ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და მშვიდობას, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.

მისი თქმით, სპეცრაზმელების პერსონალური ინფორმაციების გამოქვეყნებით ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ.

„მითუმეტეს, ვინ, თუა არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადამიანები მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში. შესაბამისად პერსონალური ინფორმაციების გამოქვეყნებით პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა კუნჭულიამ.

რადიკალებმა სპეცრაზმელთა სიები გაასაჯაროვეს და სამართალდამცველების ოჯახის წევრებს ბრალდებებით სახლებში მიუვარდნენ.