ავთანდილ კუნჭულია: გიორგი გახარიასთან არის გარკვეული კითხვები, რომელიც უკავშირდება მისი პრემიერ-მინისტრობის და შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს

ავთანდილ კუნჭულია

კარგად იცის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის თუ თავს აარიდებს და არ გამოცხადდება კომისიის სხდომაზე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებას.

„გიორგი გახარია დაბარებულია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. გამოცხადდება თუ არა, ამაზე მსჯელობა ალბათ არ ღირს, თუმცა მან კარგად იცის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის თუ თავს აარიდებს და არ გამოცხადდება კომისიის სხდომაზე. მასთან არის გარკვეული კითხვები, რომელიც უკავშირდება მისი პრემიერ-მინისტრობის და შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მის საქმიანობას“ , - აღნიშნა კუნჭულიამ.