1745989598
ავთანდილ კუნჭულია: ევროსაბჭოში დარჩა და არსებობენ ისეთი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას

ევროსაბჭოში დარჩა და არსებობენ ისეთი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.
„ვიცით, რომ ვართ სიმართლის მხარეს, გვაქვს სწორი გეზი არჩეული, შესაბამისად, ევროსაბჭოში დარჩა და არსებობენ ისეთი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის და ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიხილეთ ქართული დელეგაციის სიტყვით გამოსვლა ამ პლატფორმაზე. ეს იყო კიდევ ერთხელ არგუმენტირებულად დაცვა ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებისა და სურვილების“, - აღნიშნა კუნჭულიამ.
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.