15 ქულის დაკლება და ფულადი ჯარიმა 2000 ლარი - რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ახალ რეგულაციებზე
1754564735
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყომედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ თავად პუტინი ასევე შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპს ჰკითხეს, მართლა დააყენა თუ არა პირობა, რომლის მიხედვითაც, მისი შეხვედრა პუტინთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ მანამდე კრემლის ლიდერი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს.
„არა“, - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის შემდგომი ნაბიჯები რუსეთის მიმართ, კერძოდ, სანქციების დაწესების საბოლოო ვადა, პუტინზეა დამოკიდებული.
„ეს მასზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რას იტყვის. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ,“ - განაცხადა ტრამპმა.