აშშ უარყოფს პუტინის მტკიცებას, რომ ბაიდენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე მორატორიუმი შესაძლებლად მიიჩნია

აშშ

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინას „ხვალ" ნატოში არ მიიღებს. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განაცხადა.

„ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას "ხვალ" ნატოში არ მიიღებს, უფრო მეტიც, რამე სახის მორატორიუმიცაა შესაძლებელი. ჩემი პასუხი მარტივია, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩვენთვის დათმობა არ არის, ეს არის თქვენი გეგმების მარტივი განხორციელება", -განაცხადა მან.

საპასუხოდ, თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს პუტინისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არანაირი გარანტია ან ვალდებულება არ მიუცია.

„აშშ-ის ხედვაში ნატოს წევრობის შესახებ პოზიცია არ შეცვლილა და ალიანსი ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.