5 ნიშანი იმისა, რომ ჯადო გაქვთ
1711806000
მმართველი გუნდი ენტონი ბლინკენის გზავნილებს არ ეთანხმება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით წინსვლას განაგრძობს და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს.
"საქართველოს არავითარი უკუსვლა დემოკრატიაში არ გააჩნია. ასიათასობით არ გამოდის ხალხი და არ აპროტესტებს არჩევნებს. ასიათასობით არის ადამიანი, ვინც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მხარი დაუჭირა და პირველ ადგილზე გასულმა "ქართულმა ოცნებამ" 900 000 ხმით გადაასწრო მეორე ადგილზე გასულ რომელიღაც პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც უშველებელი ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობდა თუნდაც იმ ადმინისტრაციისგან, რომელსაც დღეს ბლინკენი წარმოადგენს.
აშშ-ში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელმაც საგარეო კურსი შეიცვალა. კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ არათუ უკან დავიხიეთ დემოკრატიის თვალსაზრისით, არამედ, მოწინავეთა რიგებში ვდგავართ და, მათ შორის, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში დემოკრატიის უკან დახევაზე საუბრობს. მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ, ბლინკენი აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლა შემაშფოთებელია და ხელისუფლების ნაბიჯები უნდა შეიცვალოს.