1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აშშ-ში ახალი ქარი ქრის, პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ, ამ ცვლილებას მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს მინდა, გთხოვოთ დიალოგი ორ სტრატეგიულ საკითხზე, რომლებიც მომავალი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს ევროპისა და მისი წევრი სახელმწიფოების ბედს და განსაზღვრავს ეროვნული პარლამენტების როლს. პირველი არის ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა, ხოლო მეორე - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. დღეს ჩვენ ვხედავთ ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის ისეთ დონეს ევროპაში, რომელიც შეიძლება შევადაროთ მხოლოდ თანამედროვე ერი-სახელმწიფოების დაბადებას. მსოფლიო რეორგანიზდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ქარი ქრის. პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და ის შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ. ეს ცვლილება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური განვითარება შეერთებულ შტატებში, მას ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს," - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიზიტით, ბუდაპეშტშია. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს. პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით "ევროკავშირის მომავალი: ზოგადი პერსპექტივები, ფედერალიზმი თუ ეროვნული სუვერენიტეტი". სპიკერმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია და ქვეყანა ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი დამოკიდებულების მომსწრეა. შალვა პაპუაშვილს დაგეგმილი აქვს გამოსვლა კიდევ ერთ პანელზე. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ვიქტორ ორბანმა და რობერტა მეცოლამ.