1737486440
აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში თხოვნას, რომ შეესწავლათ დაფინანსებები, რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია - ლევან მახაშვილი
აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში თხოვნას, რომ შეესწავლათ დაფინანსებები, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ფაქტია, რომ საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ამერიკული დაფინანსება შეუწყდებათ.
„ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი. ჩვენ ამერიკელებისთვის, როგორც სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებისთვის, ასევე, ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის არაერთხელ გვითქვამს, რომ მათი გადასახადების გადამხდელების თანხა ხშირად საქართველოში ხმარდებოდა ხოლმე რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის განვითარებას, ეს იქნებოდა, რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც პირდაპირ უკანონონო ქმედებაა ყველა სახელმწიფოში და მათ შორის, საქართველოში. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის პირობებში ამ თხოვნას, რომ შეესწავლათ ეს დაფინანსებები, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ფაქტია, რომ საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია",- განაცხადა მახაშვილმა.