აშშ-ის პრეზიდენტმა იემენზე დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების დეტალების გაჟონვის შესახებ ინფორმაცია უარყო

ტრამპი

იემენზე დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების დეტალების გაჟონვის თაობაზე ბრალდებები უარყო აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ დახურული ჯგუფის მიმოწერაში რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაცია არ გამჟღავნებულა.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში "ჰუსიტებზე" საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაიკლ უოლცი კვლავ განაგრძობს მუშაობას და თქვა, რომ ტექნიკური გაუმართაობა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით საქმის გამოძიებას ითხოვს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე.