"აშშ განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ნარკოტიკებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას" - სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლთან დაკავშირებით წლიური ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში, საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ნარკოტიკებთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

აშშ-ის ინიციატივით, საქართველო შეუერთდა 2023 წელს ჩამოყალიბებულ გლობალურ კოალიციას სინთეზური ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლველად.