1742227224
"აშკარად არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი ამ ქვეყნებიდან, რაც ძალიან სამწუხაროა" - დავით მათიკაშვილი პოლონეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე

პოლონეთში ოპოზიციონერის გარდაცვალება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. "ქართულ ოცნებაში" ტუსკის მთავრობას აკრიტიკებენ და იხსენებენ მათ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და თბილისში გამოგზავნილ პოლონელ ექიმთა კონსილიუმს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, პოლონეთს ორმაგი სტანდარტები აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა.
"სამწუხაროდ, საკითხების შეფასების ორმაგი სტანდარტი არსებობს. პოლონეთიდან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან მიმართებით იყო სრულიად დაუსაბუთებელი და უსამართლო არა თუ განცხადებები, არამედ დანაშაულის შემცველი ქმედებებიც კი. შეგახსენებთ, როგორ ცდილობდა პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გაეტანა კონკრეტული დნმ-ის შემცველი მასალა მალულად. შემდეგ რისთვის მოხდებოდა ამ ყველაფრის გამოყენება ადვილი წარმოსადგენი და გასაგებია საზოგადოებისთვის. აშკარად არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი ამ ქვეყნებიდან. კონკრეტული პირის გარდაცვალებაზე მე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.