"ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უბინძურესი პროვოკაციით იყო შესაძლებელი!" - ბოლქვაძე ოხანაშვილზე 

ელისო ბოლქვაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის წევრისა და "ტვ პირველის" მფლობელის შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. როგორც ბოლქვაძე წერს, ანრი ოხანაშვილი გუნდის ღირსეული წევრია და ის მხარდაჭერას იმსახურებს. 

"ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!!
ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!!
ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას!!",- წერს ბოლქვაძე. 

ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.