ასეთ პატარა-პატარა ტყუილი ინფორმაციებით უნდათ, საზოგადოებას დააჯერონ რაღაცები და აჟიოტაჟი შექმნან ქვეყანაში, ეს არის მათი სახე და სტილი - ზურაბ რურუა

,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

რამ გამოიწვია საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის განცხადებისგან განსხვავებული მასალის გავრცელება? თემაზე მუშაობას განაგრძობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არასწორია მედიაპლატფორმებისა და კონკრეტული აქტივისტების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები. სუს-ი ასევე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც არ მიუღიათ.

მმართველი გუნდი გავრცელებულ დეზინფორმაციას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა აცხადებს, რომ  ტყუილით აჟიოტაჟის აგორება ჩვეული სტილია.

"სუს-მა გადაამოწმა აღნიშნული ფაქტი, მიმართა უკრაინულ მხარეს, საიდანაც ვერ დაადასტურეს ეს ფაქტი, ამიტომ გამოდგა ეს ინფორმაცია ყალბი. ასეთ პატარა-პატარა ტყუილი ინფორმაციებით უნდათ, საზოგადოებას დააჯერონ რაღაცები და აჟიოტაჟი შექმნან ქვეყანაში, ეს არის მათი სახე და სტილი,"- აცხადებს რურუა.