პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს ოფიციალურად აკეთებს" - ამ ინფორმაციის გაჟღერებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. facebook მომხმარებლების უმრავლესობა წერს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და დასავლეთმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქართველების მიერ დასავლეთის ერთგულების გამოხატვა.
"ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დასავლეთის სასარგებლოდ ხმათა დიდი უმრავლესობით რეფერენდუმში ორჯერ დააფიქსირა ჩვენი სწრაფვა - ვიყოთ ევროპული ოჯახი." - წერს მომხმარებელი.
"თუ უკრაინა ერთკვირიანი ომის გამო დაჩქარებულად უნდა მიიღონ ევროკავშირში, მაშინ ჩვენ უკვე 13 წლის წინ უნდა ვყოფილიყავით წევრი ქვეყანა." - აღნიშნავს მოქალაქე.
"უკრაინა მაგრად იბრძვის, მაგრამ არც ჩვენს ბიჭებს უბრძოლიათ მათზე ნაკლებად 2008-ში, არც უკრაინელებზე ნაკლები ბიჭები დაეცნენ ბრძოლის ველზე და მათი მიზანი სწორედ დასავლეთამდე საქართველოს მიყვანა იყო." - წერს კიდევ ერთი მომხმარებელი.
"ანწუხელიძის ქვეყანა რომ ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ არაა და უკრაინა შესაძლოა ევროპის კავშირის წევრი გახდეს, ეს მართლა ტრაგედიაა..." - აღნიშნავს საქართველოს მოქალაქე.
"უკრაინელები მართლაც გმირები არიან, გმირულად იბრძვიან, მაგრამ ნურავის დაავიწყდება შინდისის გმირები... ისინი იმ აგრესორს ქვეყანას დაუპირისპირდნენ და სიცოცხლე გაწირეს, რომელთან ომის გამოც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება." - წერს facebook მომხმარებელი.
"EU - ჯერ 2008 წელი იყო, აგვისტოს ომი იყო, არანაკლები ტრაგედიები იყო. ახლა, 2022 წელია და თუ უკრაინას ეკუთვნის ევროკავშირში შესვლა, ჩვენ გრიალ-გრიალით უნდა შევქანდეთ" - აღნიშნავს კიდევ ერთი.
"ამ რეგიონში პირველად ჩვენ დავუპირისპირდით რუსეთს, თანაც სამჯერ - ჯერ სამაჩაბლო იყო, მერე - აფხაზეთი, ბოლოს აგვისტოს ომი. არჩევანის წინაშე რომ ვართ ბოლო 30 წელი - ან რუსეთი, ან დასავლეთი... სულელები ხომ არ ვართ, რატომ ვწირავთ ჩვენი ბიჭების სისხლს თუ მაინც რუსეთის ლუკმად უნდა დავრჩეთ? გვეკუთვნის და უნდა შევიდეთ!!!" - წერს კიდევ ერთი მომხმარებელი.
"ახლა დაიჯერა ევროკავშირმა რუსეთის აგრესორობის... ჩვენი ბიჭები რომ ამ მონსტრს ებრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ და ამ საშინელ ძალას რომ იგერიებდნენ, ეს დღევანდელი უკრაინული კადრების გადმოსახედიდან კიდევ უფრო დიდი გმირობაა, ხოდა საქართველო ამ გმირთა ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირში შესვლას იმსახურებს." - აღნიშნავენ სოციალურ ქსელში.