დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„მხოლოდ ბრიყვები არ იცვლიან პოზიციებს “, - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა, გუბაზ სანიკიძემ, ჟურნალისტის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვას, რომელმაც სანიკიძეს წარსულში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები შეახსენა.
„სააკაშვილს ბავშვი არ უნდა მოანათლინო, იმდენი ცოდვა აქვს რომ ბავშვებთან გადავა“, „არცერთი ფეოდალი არ მოქცევია საქართველოს, როგორც სააკაშვილი“, “ერჩის ილია მეორეს“- ეს განცხადებები თქვენი მხრიდან შეცდომა იყო?“, - ჰკითხა ვახო ხუზმიაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.
სანიკიძის თქმით, რა პრეტენზიებიც წარსულში ჰქონდა ახლაც აქვს.
„რა პრეტენზიებიც მქონდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან, და მიხეილ სააკაშვილთან ის პრეტენზიები არ წასულა, უბრალოდ დრო შეიცვალა.
არსებობს ასეთი ხელოვნება, რასაც ჰქვია შეურაცხყოფის ხელოვნება და მე გამოვირჩევი ჩემი რადიკალური შეფასებებით.
მხოლოდ ბრიყვები არ იცვლიან პოზიციებს - ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის კონფუცის სიტყვები.“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, გადაცემა “თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს.