„მამა მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა“ - შემზარავი დანაშაულის დეტალები | მამაკაცი დაკავებულია
1784896446
"არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოწყდა ხალხს და საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პატიმარი პრეზიდენტი და მისი პარტია უკვე მეორე დღეა მათთვის ერთ დროს ავტორიტეტულ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" უპირისპირდება. მათი უკმაყოფილება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიას მოჰყვა, რომელშიც 91 "პატიმარი საერთაშორისო გამჭვირვალობის" მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების კრიტერიუმს აკმაყოფილებს. პატიმარი პრეზიდენტი კი ამ ანგარიშში ვერ მოხვდა.
91-ს მინუს სააკაშვილი - სწორედ ეს გახდა "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის გაღიზიანებისა და მწვავე კრიტიკის საბაბი.
პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ადასტურებს.
„არის კონკრეტული მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მოძიებაც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. ამ შემთხვევაში, არ შეყვანა აღნიშნულ სიაში მიხეილ სააკაშვილის, იყო არასწორი გადაწყვეტილება“, - აცხადებს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე.