1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები იქამდე მივიდა, რომ საქართველო და შეერთებული შტატები სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, არ არის სამართლიანი ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობები. „ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი კომუნიკაცია და ნაბიჯები ამას საზოგადოებას გავაგებინებთ და ავუხსნით.
ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობები, პარტნიორობა და შეერთებული შტატების მთავრობას არაერთხელ აქვს, მათ შორის ერთი წლის წინ გაცხადებული, რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი. აქ რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა იგულისხმება და საქართველო თავისი ინსტიტუტებით“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.