არჩილ გორდულაძე: ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მედია, მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით

არჩილ გორდულაძე

ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს მედია და მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რა პირობებით არის მზად ხელისუფლება დებატებისთვის, რა თემებზე და ვისთან გეგმავს დებატებს.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ- მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წლების განმავლობაში ყველას საჯარო ფორმატში სთავაზობდნენ დისკუსიას, დებატებს და გვახსოვს ორი ადამიანის განცხადება, თანხმობა, კი, ჩვენ მივალთ და დავსხდებით დებატებზეო და რა დღეში ჩააგდეს მერე „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულმა ადამიანებმა. ესეც გვახსოვს, ხომ? ჩვენთვის მთავარი არის, რომ ჩვენ ვესაუბრებით ქართულ საზოგადოებასაც და დისკუსიის ფორმატშიც კიდევ ერთხელ გავიტანთ ნებისმიერ საკითხი. მოდით, ვისაუბროთ ასე, ვნახოთ, რას შემოგთავაზებს მედია და მედიის შემოთავაზებული ფორმატებიდან გამომდინარე, ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას და დებატებშიც, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით“, – განაცხადა გორდულაძემ.