თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772814535
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ - მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, სადაც ვახტანგ კაპანაძე უშვებს შესაძლებლობას, ირანმა დარტყმა მიაყენოს საქართველოს.
არჩილ გორდულაძის თქმით, ასეთი განცხადებები ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს საზოგადოება უსამშობლოებს მართებულად უწოდებს.
„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საუბრობდე შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზეც კი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც სამართლიანად საზოგადოება უწოდებს უსამშობლოებს. რომელთა მთავარი მიზანი არის, ამ ქვეყანაში არეულობის მოწყობა. მათ შორის ომის ქარცეცხლში ჩვენი ქვეყნის გადავარდნა, რათა შესრულდეს მათი პატრონების დავალება, რომ მხოლოდ სოციალური ფონის გაუარესების ფონზე შესაძლებელია ყურმოჭრილი მონების ხელისუფლებაში მოყვანა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მძიმე მოვლენების ფონზე. გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმ სტრატეგიულ ობიექტებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითებს, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.