რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე
1793124352
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის პოზიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცება,თითქოს ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარი პრაქტიკით (მათ შორის Refah-ისა და batasuna-ს საქმეებზე), პარტიის ან მისი წევრების მიერ ძალადობისგან მყისიერად არგამიჯვნა სრულად შეერაცხება პოლიტიკურ ძალას და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
“ტყუილია, რომ დანაშაულისგან არგამიჯვნა სამართლებრივი აბსურდია.სინამდვილეში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, Refah-ისა და batasuna-ს საქმეში, ერთი პარტიის მიერ, მეორე პარტიის ძალადობრივი ქმედებებისგან არგამიჯვნა, ასევე პოლიტიკური პარტიის მიერ ,თავისი წევრების ძალადობრივი ქმედებებისგან მყისიერად არგამიჯვნა, სრულად შეერაცხება იმ პარტიას, რომელიც უარს აცხადებს გამიჯვნაზე. შესაბამისად, არგამიჯვნა კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მომტანია”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.