ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
გინდათ ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, თუ ჩვენ მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს გააკრიტიკებენ, მაშინ ეს ადამიანები აკრიტიკებენ ამერიკულ კანონს ამერიკაში და ბრიტანულ კანონმდებლობას - ბრიტანეთში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
„ჩვენთან ეს კითხვები არ არსებობს, ჩვენ ვთარგმნით და ზუსტად იმავეს მივიღებთ, რომ მერე არ იყოს ისევ თარგმანში დაკარგვები, როგორც ქართულ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით იყო. ერთი ერთში - ამერიკული, ერთი ერთში - ბრიტანული კანონმდებლობა იქნება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიცირებს.