არჩილ გორდულაძე: რუსული ბანის განცხადებები უკვე სასაცილოც აღარ არის, ისე არ გააკეთოს, რომ კანონი დაარღვიოს და შემთხვევით დანაშაული არ ჩაიდინოს

არჩილ გორდულაძე

რუსული ბანის განცხადებები უკვე სასაცილოც აღარ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ისე არ გააკეთოს, რომ კანონი დაარღვიოს და შემთხვევით დანაშაული არ ჩაიდინოს.

„გვახსოვს, მანამდე პაატა ბურჭულაძე დაფინანსებას დედაქალაქის მერიას სთხოვდა, რომ „დინამო“ დაექირავებინათ და იქ აქცია ჩაეტარებინათ. პირველი შემთხვევა იყო, როცა ე.წ. ოპოზიციონერი მოქმედ ხელისუფლებას თანხების გადახდას სთხოვდა, რათა საწინააღმდეგო აქცია ჩაეტარებინა და იქ დამხობაზე ესაუბრა. საშინელ დღეშია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გაკოტრებული არიან და მათი საქმე წასულია. მთავარია, „ნაცმოძრაობის“ სახეცვლილება არ მოხდეს და მათი სახით გახარია-„ლელო“ არ მივიღოთ, თორემ რუსული ბანი რა განცხადებას გააკეთებს, მნიშვნელოვანი არ არის. ისე არ გააკეთოს, რომ კანონი დაარღვიოს და შემთხვევით დანაშაული არ ჩაიდინოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.