არჩილ გორდულაძე: რატომღაც ბრიტანეთის ელჩს ივნისში გადადებული შეხვედრა გაახსენდა როგორც ურთიერთობის შეჩერების ფაქტი 26 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე. ახსნას, რომ ეს არ უწყობს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმატებას

არჩილ გორდულაძე

რატომღაც ბრიტანეთის ელჩს გაახსენდა ივნისში გადადებული შეხვედრა როგორც ურთიერთობის შეჩერების ფაქტი 26 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე. გამოვიდეს მაშინ [ელჩი] და ახსნას, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნების ფორმირებაზე ზეგავლენის მცდელობა და ეს არ უწყობს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმატებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ..

„გერმანიის ელჩის განცხადება გაცდენილია დიპლომატიურ ეტიკეტს და ნებისმიერი ჩვენგანი მოუწოდებდა მას, რომ დაუბრუნდეს იმ ფორმატს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი გულისხმობს. რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას და კონკრეტული ურთიერთთანამშრომლობის შეჩერებას, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთი ფორმატი ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ შეხვედრებს და სხვადასხვა საკითხის განხილვას, რომელიც უნდა ჩატარებულიყო მიმდინარე წლის ივნისში, მაგრამ გადაიდო იმიტომ, რომ ბრიტანეთში იყო არჩევნები. რატომღაც ბრიტანეთის ელჩს გაახსენდა ივნისში გადადებული შეხვედრა როგორც ურთიერთობის შეჩერების ფაქტი 26 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე. რა უნდა იფიქროს ქართველმა ხალხმა?! გამოვიდეს მაშინ [ელჩი] და ახსნას, რომ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნების ფორმირებაზე ზეგავლენის მცდელობა და ეს არ უწყობს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმატებას. ფაქტია, რომ როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, არის მცდელობა, რომ ხელი შეეწყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობაში შემავალი აგენტურული პარტიების წარმატებას“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაარსებიდან 10 წლის თავზე გაყინოს მინისტრებს შორის მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“, ასევე არ გამართოს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები და შეაჩეროს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა.