არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად

არჩილ გორდულაძე

„ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი პასუხები გასცეს სასამართლოს კითხვებს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ასაკრძალად,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რა აჩვენა სასამართლოს მიმდინარეობამ გასული დღეების განმავლობაში. 

მისივე თქმით, კიდევ უფრო უტიფრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2004-2012 წლებში ისინი ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილან. 

„ჩვენ რომ სარჩელი შევიტანეთ, სულ რომ არცერთი მტკიცებულება არ წარგვედგინა, სულ რომ არ ყოფილიყო არც საგამოძიებო კომისიის დასკვნა, „ნაცმოძრაობამ“ და მათთან დაკავშირებულმა პარტიების წარმომადგენლებმა ისეთი რამ იკადრეს და ისეთი პასუხები გასცეს სასამართლოს კითხვებს, რომ მარტო სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე საკმარისია ამ პარტიების ასაკრძალად. მეორე მხრივ, კიდევ უფრო უტიფრობასთან გვაქვს საქმე და სხვა მეტი არაფერთან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი პარტიასთან ფორმალურად იყო დაკავშირებული, არც მკვლელობები, არც ადამიანების წამება, არც ქონებების ჩამორთმევა, ეს ყველაფერი არ ყოფილა და თურმე ჩვენ მოვიგონეთ და საზოგადოებას ეს ყველაფერი მოეჩვენა. ასეთი ტყუილებით და უტიფრობით ცდილობს „ნაცმოძრაობა“, რომ საკუთარი თავი და საკუთარი პარტია გადაარჩინოს“,- განაცხადა გორდულაძემ.

✕