მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ნაკლებად საინტერესოა, ანა დოლიძე თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რადგან „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში აპირებს დამაჯერებელ გამარჯვებას.
გორდულაძის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი, თუ მათი განცხადებები ფარსია.
„ანა დოლიძე ხან რომელ პარტიაშია და ხან – რომელში. რატომ დატოვა მისმა პარტიამ თბილისის საკრებულო და რატომ შევიდა მის ნაცვლად სხვა, კარგი იქნებოდა, თავისი ამომრჩევლისთვის ესეც აეხსნა. ნაკლებად საინტერესოა, ის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რადგან ვაპირებთ, 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად მოვიგოთ. ოპოზიციის ბოიკოტი, თუ მათი განცხადებები ფარსია, რადგან მარტივად გადათქვამენ ხოლმე. ხან ერთმანეთს ლანძღავენ, ხან მეგობრობას ეფიცებიან. რატომ ეფიცებიან? მიღებული დავალების შესასრულებლად ასეა საჭირო. ახლაც შესაძლებელია, დოლიძესთან დაკავშირებით ასეთ საკითხთან გვქონდეს საქმე“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
პარტიის „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 24 ივლისს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. „გოჭებო, 17 წლის ასაკში ექვსი სკოლა და უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, ხუთოსანი რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი, ასე რომ, გამოუშვით, რაც გაქვთ, გესლი, ვიმატაოთ ცოტა“, – დაწერა ანა დოლიძემ.