პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე და სახელმწიფო მინისტრის ახალ პოზიციაზე ოპოზიციის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები კამპანიურ რეჟიმში ერთსა და იმავე მარტივ კითხვას სვამენ, რომელსაც, რა თქმა უნდა, მხარი აუბეს გახარიელმა „ნაცებმაც“. დააწინაურეს თუ დააქვეითეს [მამუკა მდინარაძე] - ეს კითხვა ისმის, მაშინ როდესაც მთავარი საკითხი არის, რომ კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ყოველდღიურ კოორდინაციაზეა საუბარი, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებობს გამოწვევები და ძალები, რომლებსაც უნდათ რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. სამართალდამცავი ორგანოები ყოველდღიურ რეჟიმში იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ადამიანების უფლებებს, უსაფრთხოებას“, - აცხადებს გორდულაძე.რამდენიმე წუთში, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იწყება.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051