„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს ეს ე.წ. ადამიანი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
„ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს ეს ე.წ. ადამიანი [ელჩი ფიშერი], რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები ჩამოანგრიოს. პარლამენტის წინაშე გერმანიის ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობს და ეს რამდენად დემოკრატიულია, ამას გერმანელი ხალხი შეაფასებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.
კითხვები, რომლებიც AFD-ს ოფიციალურ ბერლინთან აქვს, ქართულმა მხარემაც არაერთხელ დასვა, მათ შორის გერმანიის ელჩთან ფიშერთან. რატომ აცხადებს ანტიდემოკრატიულად ქართულ კანონებს და რატომ აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გერმანია - სწორედ ამ კითხვებით მიმართა გერმანიის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ ხელისუფლებას.