ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდეა... - კანონი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა
1761082146
სამწუხაროდ, ევროპული ფონდებიდან დახარჯული თანხები საქართველოში ნაცისტური, ფაშისტური განცხადებებისთვის და სიცრუის კამპანიისთვის იხარჯება. კარგია, რომ კითხვები ჩნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ უნდა დამარცხდეს.
„კითხვები გერმანიაშიც გაჩნდა იმ საკითხებზე, რომლებიც არაერთხელ ვამხილეთ. ელჩი პირდაპირ გადაქცეულია პარტიულ წევრად, რომელიც გაიწვიეს. ლეგიტიმური კითხვაა, რაში იხარჯება გერმანელი ხალხის მიერ გადახდილი ფული? სამწუხაროდ, ევროპული ფონდებიდან დახარჯული თანხები საქართველოში ნაცისტური, ფაშისტური განცხადებებისთვის და სიცრუის კამპანიისთვის იხარჯება. კარგია, რომ კითხვები ჩნდება. ეს ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ უნდა დამარცხდეს. გერმანიაში დარწმუნებული რომ იყვნენ, საქართველოში თანხები პროექტების დაფინანსებისთვის იხარჯება, მაშინ მთავრობას არც ამ კითხვებით მიმართავდნენ. დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ საქართველოში თანხების ბრუნვა შავი მიზნებისთვის და არამეგობრული კამპანიების წარმოებისთვის ხდება, რაც, სამწუხაროდ, ვნახეთ. ამაში ჩართული იყო დიპლომატი, რომელსაც დიპლომატის ყველანაირი სახე დაკარგული ჰქონდა“, – განაცხადა გორდულაძემ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.