1734811100
არჩილ გორდულაძე: გამძლეობას ვუსურვებ ჟურნალისტებს, რომლებსაც მძიმე გარემოში უწევთ ახლა მუშაობა
გამძლეობას ვუსურვებ ჟურნალისტებს, რომლებსაც მძიმე გარემოში უწევთ ახლა მუშაობა ,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში სატელეფონო ჩართვისას.
„გამძლეობა მინდა ვუსურვო იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე გარემოში უწევთ ახლა თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ჯერ კიდევ ორ პარასკევ დარჩენილ სალომე ზურაბიშვილს აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობა გამოეხატა და ეთქვა აქციის მონაწილეებისთვის, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში მათთვის ხელი არ შეეშალათ. ეს არის კიდევ ერთი მიკერძოებულობა, არასამართლიანი დამოკიდებულების გამოხატულებაა ეს ყველაფერი და სხვა არაფერი“,- აღნიშნა გორდულაძემ.