1766172516
არჩილ გორდულაძე: ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პირდაპირ გააუქმონ სუვერენიტეტი, ქვეყნის იდენტობა და მხოლოდ და მხოლოდ თავს მოხვეული დავალებებით, ფსევდო იდენტობებით მართონ ესა თუ ის ქვეყანა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროკავშირის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს და ევროკავშირის საბჭოს ანგარიშს აფასებს.
„ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პირდაპირ გააუქმონ სუვერენიტეტი, ქვეყნის იდენტობა და მხოლოდ და მხოლოდ თავს მოხვეული დავალებებით, ფსევდო იდენტობებით მართონ ესა თუ ის ქვეყანა. ყოველთვის ვამხელთ დეზინფორმაციის გავრცელებაში იმ არარჩეულ ხალხს, რომელიც ახლა მართავს ევროპას და რომელსაც ცივილიზაციურ უფსკრულამდე მიჰყავს ევროპა, როგორც ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
რუსეთისა და ბელორუსისთვის სანქციების დაწესება, ახალი არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმება - ასე გამოიყურება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მოთხოვნების სია, რომელიც საქართველოს წაუყენეს.












