არჩილ გორდულაძე აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე: რაც უფრო მალე დასრულდება საომარი მოქმედებები უკრაინაში და ჩვენი ქვეყნის გარშემო სხვა ტერიტორიებზე, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს

არჩილ გორდულაძე

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთ ქვეყანაში ის ღირებულებები იქნა გამარჯვებული, როგორიც არის ჩვენთვის ღირსება, როგორიც არის მშვიდობა და ტრადიციული ღირებულებები. შესაბამისად, ჩვენც ძალიან გახარებულები ვართ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაიმარჯვა კანდიდატმა, ვისთვისაც იგივე ღირებულებები არის მთავარ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდისთვის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვება მნიშვნელოვანია ფაქტორია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის.

„რაც შეეხება ურთიერთობებს და ურთიერთობების გადატვირთვას, არა ერთხელ გაგვიცხადებია ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ურთიერთობები ყოფილიყო გადატვირთული, ყოველთვის მზად ვართ, რომ ნებისმიერ პარტნიორთან ვისაუბროთ გულწრფელად, სიმართლეზე ვისაუბროთ, არგუმენტები გავცვალოთ. და ეს გადატვირთვა ყოველთვის ვამბობდით, რომ დაფუძნებული იყო და წინაპირობა ამ გადატვირთვისა იყო არჩევნები. ორი არჩევნები, ჩვენს ქვეყანაში და აშშ-ში. და მეორე მდგენელი ამის უმთავრესი არის, რა თქმა უნდა იმ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს. როდესაც დასრულდება ეს საომარი მოქმედებები, შეიცვლება გარკვეული მოლოდინები ჩვენი ქვეყნის მიმართ და უკვე შესაძლებელი იქნება ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ კალაპოტს რომელიც უნდა იყოს ორ თანაბარუფლებიან სახელმწიფოს შორის.

პრეზიდენტ ტრამპს არაერთხელ აქვს გაცხადებული რომ პირველი საქმე, რომლითაც ის დაკავდება იქნება მშვიდობის უზრუნველყოფა. რაც უფრო მალე დასრულდება საომარი მოქმედებები, რომელიც ვითარდება უკრაინაში და ჩვენი ქვეყნის გარშემო სხვა ტერიტორიებზე, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.