სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1773414152
ევროპარლამენტის უკვე მერამდენე რეზოლუციაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ავადაა და პტიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, ეს იმ დროს ხდება, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ კარგადაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც გვახსოვს, რომ მან უდა მიირთვას საჭმელი და კარგად გახდებაო.
„ამ ადამიანმა ჭამა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მარკეტა გრეგოროვა ელენე ხოშტარიაზე საუბრობს, რომელმაც არც კი იცის, რომ ის რუსეთის ბიუჯეტიდან რუბლებით ფინანსდება, მაგრამ თურმე, „იმედზე“ სანქციის დაწესება და თავდასხმა კარგია და ეს კარგად იცის. სამწუხაროდ, ძალები არსებობენ, რომელთაც ამ ქვეყნის დაშანტაჟება და პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვა უნდათ, თან ისე, რომ თავად გადაწყვიტონ, რა არის საქართველოსთვის კარგი და ცუდი. ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, რასაც სამწუხაროდ, ევროპარლამენტიდან ვხედავთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. რეზოლუციაში, მათ შორის, წერია, რომ „ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო“.