მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
არაფერი არსებობს იმაზე ამორალური, რომ არასრულწლოვანი ფარად დაიყენო და მათ შორის მიუთითო, რომ დაარღვიონ კანონი და იძალადონ როგორც ჩვენ სამართალდამცველებზე, ასევე სცადონ და დააზიანონ ინფრასტრუქტურა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასაც.
„ამ ამორალურობას მოუწოდებს მათ შორის პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი. საინტერესოა სალომე ზურაბიშვილი თუ აიღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობებზე, რომელსაც ეს ბავშვები ახორციელებენ ან იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება დაემუქროს ბავშვებს, არასრულწლოვანებს“, - აღნიშნა გორდულაძემ