არჩილ გორდულაძე: ადამიანები, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით არიან წარმოდგენილები, ყოველთვის ცდილობენ, რომ ხელი შეგვიშალონ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. ერთია რას ამბობენ ეს ადამიანები და მეორეა - რა არის სიმართლე

არჩილ გორდულაძე

ადამიანები, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით არიან წარმოდგენილები, ყოველთვის ცდილობენ, რომ ხელი შეგვიშალონ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. ერთია რას ამბობენ ეს ადამიანები და მეორეა - რა არის სიმართლე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

წამყვანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას ევროპასთან ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლოა მოჰყვეს.

„[ურთიერთობების] გადატვირთვაში ჩვენ ვგულისხმობთ გადატვირთვას არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ ყველა პარტნიორ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან, ვისთან ურთიერთობებიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც იქნება ერთის მხრივ, ქართველი ხალხის ინტერესებში, მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ ევროკავშირის გზაზე დადებითად იყოს ასახული. ასე ვსაქმიანობდით 2012 წლიდან მოყოლებული.

ზუსტად ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ გვაქვს ერთის მხრივ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ხელმოწერილი ე.წ. გაიდლაინი, გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ადამიანები, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით არიან წარმოდგენილები, ყოველთვის ცდილობენ, რომ ხელი შეგვიშალონ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. ერთია რას ამბობენ ეს ადამიანები და მეორეა - რა არის სიმართლე“, - აღნიშნა გორდულაძემ.