ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ "ლელოს" ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.
კოლეგების მხრიდან ბულინგისა და ზეწოლის მიუხედავად, "ძლიერი საქართველო", მარათონში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამბობენ, რომ ყოფილი პარტნიორების აზრი მათზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ნაციონალური მოძრაობა" და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები "ლელოს" ისევ ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებზე.
მმართველ გუნდი ოპოზიციაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ოპონენტების მთავარი მიზანი პროცესების რადიკალიზაცია და პოლიტიკური რეალობის შეცვლაა.
"რადიკალურ ოპოზიციაში რაც ხდება, [აჩვენებს, რომ] საცოდავ, ცუდ მდგომარეობაში არიან - გახლეჩილი და ორად არის გაყოფილი, რაც ძალიან კარგია. მათ პატრონებს, რომლებიც გარედან აძლევენ დავალებებს, მხოლოდ ერთ ნიშნულამდე მიჰყავთ ეს ადამიანები - პროცესის მაქსიმალურ რადიკალიზაციამდე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვაზე უარი და ბოიკოტის გამოცხადება ხელს შეუწყობს იმას, რომ არჩევნებში ნაკლები იყოს რადიკალიზაცია, დაპირისპირება და საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ, კონკურენტულ და ღია პირობებში", - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.