ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
ჩვენი საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშ არის, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები, თითქოს ხმები მოიპარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არც ერთი მტკიცებულება და რეალური ფაქტი ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ წარუდგენია.
„არც ერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი, ვინმეს არ წარმოუდგენია. „ტოპ ტვინებმაც“, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერაფერი მოტვინეს, თენგოც არაფერს იძახის, მაგრამ, ცოტა უფრო სერიოზულად თუ ამ საკითხს დავუბრუნდებით, მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს - „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.