განათლების მინისტრმა ბრძანებას ხელი მოაწერა - საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742237707
არჩევნებამდე შიგნით შეეცდებიან გადალაგდნენ, რომ თავი დაიტოვონ საქართველოს პოლიტიკურ არეალზე, ვინაიდან ამ რეალობით, ამ სტრუქტურებით და ამ პოზიციებით, ფაქტია, შედეგებს ვერ მიაღწიეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
ლევან მახაშვილის თქმით, ამ მოცემულობით საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.
„მცდელობების შემდეგ ამ ადამიანებში თვითგადააზრება მიმდინარეობს როგორც ჩანს, მაგრამ ის პროცესი, რაც მოსალოდნელი იყო, დაწყებულია. ეს გულისხმობს გადალაგებას შიგნით, რომ შეცვალონ ის ერთობები, რაც მანამდე ჰქონდათ, შეიცვალონ პარტიები, დაშალონ და ახალი პარტიები შექმნან, ან ახალი მოძრაობები გარდაიქმნას ახალ პარტიებად.
არჩევნებამდე შიგნით შეეცდებიან გადალაგდნენ, რომ თავი დაიტოვონ საქართველოს პოლიტიკურ არეალზე, ვინაიდან ამ რეალობით, ამ სტრუქტურებით და ამ პოზიციებით, ფაქტია, შედეგებს ვერ მიაღწიეს და ვერ მოიპოვეს საზოგადოებაში მხარდაჭერა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.