ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირება გრძელდება. ბოიკოტში მყოფი ხელისუფლების მოწინააღმდეგეები პროტესტს ერთმანეთს უცხადებენ.
"ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებიდან თამარ ჩერგოლეიშვილის გარიცხვას ისევ ითხოვს. პარტიამ ორი დღის წინ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ცალკეული ინდივიდების გარდა, რომელთა ქმედებები ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს სცდება, ურთიერთობას ყველა ძალასთან გააგრძელებს".
ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოება და შეურაცხმყოფელი განცხადებები სიახლე არაა მმართველი გუნდისთვის.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციას საერთო იდეა არ აერთიანებს.
"არავითარი იდეალი, საერთო ხედვა არ აერთიანებთ, იმიტომ, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. ისინი ცდილობენ, ამ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა, დესტაბილიზაცია. ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ პოზიტიურ დღის წესრიგს. 4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, თითოეული ჩვენი მხარდამჭერის, ჩვენი მოქალაქის მისვლა არჩევნებზე იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.