1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა და არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა შეძლეს და იპოვეს სამართალი როგორც ადგილობრივ, ისე სტრასბურგის სასამართლოში და, საბედნიეროდ, არის არაერთი შემთხვევა, რომ მათ გაუჩნდათ რწმენა, რომ სახელმწიფოში არსებობს სამართალი.
„შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ დანაშაულზეც, აქ გამოკვეთილი უნდა იყოს ყველა დამნაშავე პირი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის შესაბამისად უნდა მოხდეს მათი გასამართლება. არის არაერთი შემთხვევა, და ეს ბოლო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსი – მოდი, ასე ვთქვათ – მთელი ამ პერიოდის შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამაც და ყველამ იცოდეს, თუ რა ხდებოდა რეალობაში. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად მრცხვენია იმისა, რომ ამ პერიოდში ასეთი არაადამიანური მოპყრობა არსებობდა ციხეში ადამიანების მიმართ. ეს ნამდვილად სამარცხვინოა და, როგორც გითხარით, ის კომპენსაცია, რომელიც ამ ადამიანს უნდა გადავუხადოთ, ის უნდა გადაიხადონ დღევანდელმა სახელმწიფომ და იმ ადამიანებმა, რომელთაც პიროვნულად არავითარი ბრალი არ მიუძღვით იმ დანაშაულში, მაგრამ სახელმწიფო არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს; შესაბამისად, ყველანი პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული, და ეს ისტორიის მძიმე ფურცელი კი, როგორც კიდევ ერთხელ უკვე ვთქვი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავამუშავოთ და, შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ არათუ მსგავსი, არამედ ასეთი სისტემური დანაშაულის მცირე ანასხლეტიც კი, არასდროს იხილოს ქართველმა საზოგადოებამ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.