“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
არავის უთქვამს, რომ გამეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ ეს. ხალხმა თავს თვითონ უშველა, – ამის შესახებ 2008 წელს თიღვის თემის გამგებელმა, გიორგი კაპანაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.
კაპანაძის თქმით, 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დააყენა სასკოლო ავტობუსი, რომლის მეშვეობითაც ქარელში ჩაიყვანეს ნულსა და ავნევში დარჩენილი მოსახლეობა, ხალხის ნაწილმა კი 7 აგვისტოს დატოვა სოფლები. გიორგი კაპანაძის განცხადებით, დაბომბვის დროს სოფელში მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა, შესაბამისად, იყვნენ დაჭრილებიც, მაგრამ გამოყვანისას არავინ დაღუპულა.
გიორგი კაპანაძის განმარტებით, ნულსა და ავნევში 50-მდე მოხუცი დარჩა, რომლებაც არ დატოვეს სოფლები, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ დაინდობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.
„ავნევის მხრიდან წასული მეოთხე ბრიგადა არ შევიდა ცხინვალში, მანდ მოუსწროთ რუსულმა ბომბდამშენებმა და ფაქტობრივად, ის კოლონა გაანახევრა. ტანკები თუ ასე ადვილად იწვებოდნენ, არ ვიცოდი. როგორც ასანთის კაროპკები, ეგრე დაიწვნენ. მოტრიალდა ეს კოლონა, ისევ ავნევზე წამოვიდა, მსუბუქი მანქანებით ჩამოატარეს დაჭრილები და მიცვალებულები. რა თქმა უნდა, ყველა ვერ წამოიყვანეს, იქვე თხრილები იყო და ალბათ თვითონ ოსებმა მიაყარეს მიწა. გხსოვთ ალბათ, პატრიარქი რომ შევიდა და მიცვალებულები გამოიყვანა, ზუსტად ის მიცვალებულები იყვნენ, რომლებიც იქ დაიხოცნენ.
ასე რომ, რამე მქონოდა ან ვინმეს ეთქვა, რომ გამეკეთებინა ევაკუაცია მოსახლეობისა, არავის არ უთქვია. ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ ეს და მე არ მინდა, გითხრათ, რომ ამაში რაღაც ლომის წილი მივიღე, ან გმირად წარმოვაჩინო თავი. ხალხმა თავს თვითონ უშველა, თვითონ დააღწია ხალხმა თავი. რა თქმა უნდა, წინა დღეებში ვფიქრობდი, საით გამეყვანა, ხევებით როგორღაც, რომ არ გამოჩენილიყო ღამის საათებში, მაგრამ რახანც დერეფანი მოგვცეს მაშინ, გამოვიყვანეთ. მეორე დღით 8-ში, ჯარი რომ წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, სადღაც შვიდ საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან, უკვე დარჩენილ მოსახლეობას ვუთხარი, თავს უშველეთ-მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვთ, წადით. იქ იყვნენ ქალები, კაცები, რომლებსაც თავიდან ავუკრძალე, რომ არ უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ შემდეგ ვუთხარი, გაერიდეთ და წადით-მეთქი. მაშინ პოლიციის უფროსი იყო ვანო დათაშვილი, მივედი და ვუთხარი, ყველა ბლოკპოსტი მოეხსნა სოფელ ნულიდან, ავნევიდან და გამოეყვანა თავისი ხალხი. მითხრა, ბრძანება არ მიმიღია და ვერ გავაკეთებო. ვუთხარი, დამაბრალე მე, პირველ რიგში, დაგხოცავენ ფორმიანებს, არცერთს დაგინდობენ, ყველას დაგვხრეტენ და გადი, დატოვეთ, რადგან იქ აღარავინ იყო, მოხუცები იყვნენ. რა თქმა უნდა, დამიჯერეს, წამოვიდნენ. მე დავრჩი და 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი, ვინც მსურველი იყო მოხუცი, მოხუცები გამოვიყვანეთ სასკოლო ავტობუსით, ქარელში ჩამოვიყვანეთ. ორივე სოფელში, ნულში და ავნევში 50-მდე მოხუცი დარჩა, არ გამოგვყვნენ. რატომღაც ეგონათ, რომ დაინდობდნენ, მაგრამ უკვე ჩვენი გამოსვლის შემდეგ, შემოსვლა დაიწყეს 11-ში, 11-12-ში მასობრივად. დაიწყეს ძარცვა და პირუტყვის წართმევა, ბევრი მაშინ დაიხოცა. გამოყვანის დროს არცერთი ადამიანი არ დამეღუპა. დაჭრილები ბევრი იყვნენ. დაბომბვის დროს იყო სოფელში მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები, მაგრამ არცერთი დაღუპული არ მყავდა, არც დაბომბვის დროს, არც ევაკუაციის, გამოყვანის დროს. ვინც დარჩნენ, უკვე დახოცეს 12-ში და შემდგომ რიცხვებში, არ დაინდეს. ზოგი სახლში ჩაწვეს, ზოგი კიდევ ძროხის გულისთვის მოკლეს. შურა ჯავახიშვილი ძროხის გულისთვის დახვრიტეს. დამარხეს თავის ეზოში. შემდეგ დაიწყო მარადიორობა, შედიოდნენ სხვა ჯგუფები. ეგონათ, იქ რაღაც განძი, ჭურჭელი დამარხეს, ამოთხრიდნენ, მიცვალებულს მიწას აღარ აყრიდნენ, ტოვებდნენ ასე, ისევ მიდიოდნენ“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.