"არავინ აპირებს ვინმესთან რამე საკითხზე ისაუბროს, მით უმეტეს, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით" - ლადო ბოჟაძე

ლადო ბოჟაძე

 უმრავლესობა ახალი არჩევნების თარიღზე პრეზიდენტთან მსჯელობას არ აპირებს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ახალი საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება და ეს თარიღი არ შეიცვლება.

"რა თქმა უნდა, ამ მიწვევას არავინ არ გამოეხმაურება. არავინ აპირებს ვინმესთან რამე საკითხზე ისაუბროს, მით უმეტეს, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. შემიძლია, გავიმეოროთ და ვთქვათ, რომ არ ვაპირებთ 29 დეკემბრამდე დაველოდოთ და მერე გამოვაცხადოთ არჩევნების თარიღი. დღესვე, ვაცხადებთ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს. ვისაც არ უნდა საქართველოსთვის სიკეთე, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა იყოს", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა ქვეყნის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით წარუმატებლობისთვის არის განწირული.

"სერიოზული კომენტარის გაკეთება პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან რთულია. ვხედავთ, რაც უფრო ახლოვდება 29 დეკემბერი, ანუ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი, მით უფრო მძაფრდება პოლიტიკური აგონია. მუქარის ნებისმიერი მცდელობა და სიტუაციის დეესკალაციის მოხდენა არის წარუმატებლობისთვის განწირული რიტორიკა და ამას ყველა ძალიან კარგად დაინახავს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.