არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქციებზე დაკავებულებს იცავენ, სასამართლო პროცესებზე უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს

არასამთავრობო

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქციებზე დაკავებულებს იცავენ, სასამართლო პროცესებზე უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. მათ დღეს მედიას სტატისტიკა წარუდგინეს. თქვეს, რომ 460-ზე მეტი პირის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლო დარბაზებში, სადაც მათივე განცხადებით, მოსამართლეები არ ითვალისწინებენ საქმეში იმ დაზიანებებს, რომლებიც დემონსტრანტებს აღენიშნებათ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნებათ.

"28 ნოემბრის შემდეგ 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლო დარბაზებში. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ეყრდნობოდნენ მხოლოდ პოლიციელების უმეტეს შემთხვევებში ცრუ ჩვენებს. შესაბამისად, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებსა და პოლიციელების ჩვენებებს შორის იყო შეუსაბამობები, თუმცა, მოსამართლემ მაინც ცნობდა მოქალაქეებს სამართალდამრღვევად", - აცხადებს ნინო ლომჯარია.