იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში ნინო ლომჯარია მივიდა - ყოფილი სახალხო დამცველი და ორგანიზაცია "ჩემი ხმა ევროკავშირის" დამფუძნებელი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
საუბარია გამოძიებაზე, რომელიც არჩევნებს ეხება და რომელიც პროკურატურამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნინო ლომჯარია მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება თუ არა, ეს საერთო სურათს არ შეცვლის.
"მისი "ნაციონალური მოძრაობისადმი" პოლიტიკური ვნებები ესოდენ თვალსაჩინოა. ნინო ლომჯარია, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას ახდენს, ამჯერად გამოიკითხება მისი ბრალდებების ირგვლივ უფრო მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად, თუმცა იმის შესაქმნელად, რომ თითქოს არ ენდობა სამართალდამცავ სისტემას, მან მოიგონა, რომ უკვე მოსამართლის თანდასწრებით იყოს გამოკითხული. სურათს არ შეცვლის, ვისი თანდასწრებით გამოიკითხება ნინო ლომჯარია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება არჩევნების ირგვლივ გავრცელებულ ყალბ ბრალდებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს გამოკითხვა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ნინო ლომჯარიას ხელთ აქვს მხოლოდ თავისი ტყუილები და არაფერი სხვა", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.