„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არანაირი განხილვა საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე არ უნდა ხდებოდეს.
როგორც პაპუაშვილმა, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას, „ღამის კურიერის„ ეთერში აღნიშნა, თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს საკითხი განიხილოს, კეთილი უნდა ინებოს და მათაც უნდა ჰკითხოს, მონაწილეობა მიაღებინოს და მათი პოზიციაც მოისმინოს, რადგან საქართველო არავის შეგირდი არ არის და არც არავის მენტორობა სჭირდება.
„გავიხსენებ იმ წინადადებას, რასაც ხშირად ამბობენ და მგონი, თუკი საკუთარ თავზე ამბობენ, მაშ შორის, უკრაინელები, საქართველოზეც უნდა ვრცელდებოდეს - არანაირი განხილვა საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე! თუ ვინმეს უნდა, რომ ჩვენი საკითხი განიხილოს, კეთილი ინებოს და ჩვენც გვკითხოს, მონაწილეობა მიგვაღებინოს და ჩვენი პოზიციაც მოისმინოს. არავინ არ არის ჩვენი მენტორი და ჩვენ არ ვართ ვინმეს შეგირდი, რომ ჩვენი საკითხი განიხილონ ჩვენს გარეშე, მენტორების წრეში. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მენტორებს. ჩვენზე მენტორობას ცდილობდა ბევრი და სულ ცოტა ხნის წინ, საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც გვემენტორებოდა და არ გვინდა ჩვენ საბჭოთა კავშირი და მენტორები. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები. ვხედავთ, რომ ევროკავშირი ზოგიერთს ეს ერთმანეთში ეშლება, განსაკუთრებით საბჭოთა გამოცდილების ქვეყნებს აქვს რატომღაც, თავად რომლებიც იყვნენ ამის მსხვერპლები და მაშინ ემენტორებოდა საბჭოთა დედაქალაქი, დღეს ცდილობენ ქართველი ხალხის მენტორები იყვნენ და ჭკუა გვასწავლონ. რატომ ფიქრობს რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომ საქართველოს უნდა აუხსნან დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა, არ ვიცი. ან თუნდაც რატომ ფიქრობს რომელიმე ქვეყანა, რომ მეტი ეთქმის დემოკრატიაზე ან კანონის უზენაესობაზე, ან კორუფციასთან ბრძოლაზე, ვიდრე საქართველოს, როდესაც შევხედავთ ყველა რეიტინგს, აღმოჩნდება, რომ ვუსწრებთ ამ ევროკავშირის ქვეყნებს და მერე იგივე ევროკავშირის ქვეყანა მოგვიტრიალდება და ჭკუას გვასწავლის, ქართველი ხალხი ამას, თავისი ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე, ნეგატიურად იღებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.